June 23, 2025

"ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია"

ფსიქოლოგი, ასტროლოგი, ჟურნალისტი გიორგი ლობჯანიძე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"გუშინ, გამთენიისას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანი დაბომბა, დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენაა მიმართული და ირანის პასუხს ელოდება:

ეს ომი კი სულ უფრო და უფრო ემსგავსება დაუნდობელ სისხლსიმღვრელ დაპირისპირებას, ფაქტობრივად, III მსოფლიო ომის გახურებული ფაზის ეტაპია და როგორც ირანული მედია ავრცელებს, სპარსელთა პოზიცია ასეთია: ,,ბ-ნო პრეზიდენტო, თქვენ დაიწყეთ და ჩვენ დავასრულებთ.“
 
საზოგადოება ვერც კი ხვდება თუ რა ხდება ახლა მსოფლიოში და კონკრეტულად კი ახლო აღმოსავლეთში ... აშშ-მ ,,B2’’ მარკის ავიაგამანადგურებლით იერიში მიიტანა ,,ფორდოუს, ნატანზის და ისპაჰანის’’ ბირთვულ ობიექტებზე, ხოლო 2 საათით ადრე კი ოფიციალურმა ჩინეთმა და ჩრ.კორეამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს ირანელებს, მეტიც ჩინეთმა უზარმაზარი კრატერი გადაისროლა გარსიას კუნძულებზე, რათა შეუერთდეს ხამენეის დამოძღვრილებს.
 
ძალიან ემსგავსება ეს ომი ,,გოგისა და მაგოგის“ დაპირისპირებას.
 
სუფთა პოლიტიკურად, რა შანსები აქვს ახლა ირანს?
 
1) ირანი თუ აშშ-ს პასუხს გასცემს და ბაზებს დაუბომბავს, მაშინ უდიდესი საფრთხეა, რომ ამ ქვეყნებს შორის სასტიკი და ხანგრძლივი ომი გაჩაღდეს, რაც კარგად ნამდვილად არ დასრულდება და არ გამორიცხავს სხვა ქვეყნების ჩართვასაც. არის შანსი იმისა, რომ ირანელებმა ტაქტიკურ ატომსაც მიმართონ, თუ აქვთ ეს მარაგში;
 
2) ირანის დუმილი - აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმს შეინარჩუნებს, თუმცა იქნება თავდახრილი და გეოპოლიტიკურად შესუსტებული თანამედროვე სამყაროს თვალში;
 
3) გამოიკვეთა ისიც, რომ ისრაელს აშშ ყოველთვის მხარს დაუჭერს და მათი გავლენები რეგიონში გაიზრდება.
 
მალევე ირანელთა მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ მიუხედავად ამ დაბომბვისა, ისინი მზად იყვნენ და წინასწარ შეძლეს უამრავი რამის გატანა ობიექტებიდან და არანაირი საფრთხე არაა რადიაციის გავრცელებისა, რაც ასევე ძაბავს ვითარებას, იმიტომ რომ გამოდის აშშ-ს წუხელ მხოლოდ ობიექტები გაუნადგურებია და სხვა მეტი არაფერი.
ერთი სიტყვით, ისტორია მეორდება 1941 წლის 22 ივნისი - ვერმახტმა საბჭოთა კავშირს დაარტყა, გამთენიის 4 საათი, ახლა კი 2025 წლის 22 ივნისი, ასევე გამთენიის პერიოდი, ამერიკამ ირანი დაბომბა.
 
ძალიან საშიშია მეგობრებო ეს სურათი, ამაზე მე წლების წინ ვსაუბრობდი, ვამბობდი, მათ შორის ჩემი კოლეგებიც და თვალნათლივ ცხადში ხდება ყველაფერი, ამას ისევ თქვენთვის ვწერ რომ მოსცილდეთ მაგ გარემოს, ისევე თქვენი უსაფრთხოებისთვის.
 
P.S. ნუ დასვამთ გაბრაზების სმაილს პოსტს უქმნის საფრთხეს," - წერს გიორგი ლობჯანიძე. 
 
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.
 

 

 

წაკითხვა 60 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.