"თუ ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავთ, მოაწერეთ ხელი უსაფრთხოების შეთანხმებას" - სოხუმი ზურაბიშვილს პასუხობს
„თუ სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთის მოსახლეობის ბედზე ასე ზრუნავს, მაშინ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა მოახდინოს, რომ მან სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწეროს“, - ამის შესახებ სოხუმის მთავრობის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიქტორია მალანიამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„თუ სალომე ზურაბიშვილი უსაფრთხოებაზე საუბრობს, მაშინ ეს ნაბიჯი უნდა გადადგას. რა არის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი? ასევე, მინდა შევახსენო ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ აფხაზეთის საშინაო საქმეებში და დღის წესრიგში ჩარევა დაუშვებელია“, - ამბობს მალანია.
წინა დღეს სალომე ზურაბიშვილს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უპასუხეს.
მათი თქმით, ზურაბიშვილი „სასურველის რეალურად გასაღებას ცდილობს“.
ცნობისთვის, 31 მაისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთი არ იყიდება და ის იმ ხალხის მხარეს დგას, რომელიც სოხუმში საპროტესტო აქციას მართავს და დე ფაქტო მთავრობის გადადგომას მოითხოვს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
