"სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს" - ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მრჩეველი
სამხრეთ ოსეთს სურს, რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდეს, ამიტომ მინსკის მიერ რესპუბლიკის აღიარება მისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. "პრეზიდენტის" მრჩეველმა, ვიაჩესლავ გობოზოვმა "რია ნოვოსტის" განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში შესვლის სურვილი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამიტომ, ვსაუბრობთ ბელარუსის მიერ ჩვენი აღიარების მნიშვნელობაზე, ეს გახსნის გზას საკავშირო სახელმწიფოსკენ და ახალ ჰორიზონტს რესპუბლიკისთვის“, - განაცხადა გობოზოვმა.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთი აღიარების თაობაზე დიალოგს სხვადასხვა ქვეყნებთან აწარმოებს, მაგრამ მყისიერი გადაწყვეტილებები მისთვის პრიორიტეტი არ არის.
„ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, არ დავასახელებ რომელ ქვეყნებთან. ვმუშაობთ და გვესმის, რომ აღიარების ეტაპი არ არის ზეციდან ჩამოსული მანანი, ეს მხოლოდ სამუშაო ეტაპია“, - განაცხადა გობოზოვმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
