"ლევან დოთიაშვილი ქართულ მხარეს დღეს საღამოს გადაეცემა" - ოკუპირებული ცხინვალის “კგბ”
ლევან დოთიაშვილს საქართველოს 9 ნოემბერს საღამოს გადავცემთ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის “კგბ” ავრცელებს.
“იმის გათვალისწინებით, რომ ინციდენტის გამოძიება ოპერატიულად და სრულად მოხდა, ასევე, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებულია ლ. დოთიაშვილის საქართველოში გაძევების გადაწყვეტილება.
ამგვარად, დღეს საღამოს, 9 ნოემბერს ლ. დოთიაშვილი ქართულ მხარეს გადაეცემა,” - ნათქვამია ოკუირებული ცხინვალის "კგბ"-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
