კურსკში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და სწრაფი ბრიგადა შეუერთდა -Forbes

 Forbes-ი ინფორმაციით რუსეთში კურსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე კარგად აღჭურვილი და ყველაზე სწრაფი ბრიგადა - 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა - შეუერთდა, 

„ვიდეოზე, რომელიც სოციალურ მედიაში გავრცელდა, ასახულია T-64BV ან T-80BV ტანკი, UR-77 გამნაღმველი მანქანა, IMR-2 საინჟინრო მანქანა, BTR-80 და ამერიკული წარმოების Stryker-ის ჯავშანტრანსპორტიორები. კონტექსტიდან ირკვევა, რომ ვიდეო ასახავს რუსეთის პოზიციებზე უკრაინის სერიოზული შეტევის პირველ მომენტებს“, - წერს Forbes-ი.

გამოცემა განმარტავს, რომ ყოფილი საბჭოთა და ყოფილი ამერიკული მანქანების ასეთი კომბინაცია მხოლოდ 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადაშია შესაძლებელი და კურსკის ბრძოლებში ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინული ბრიგადის მონაწილეობა ხაზს უსვამს უკრაინის ოპერაციის მასშტაბებს.

Forbes-ი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ამჟამინდელი ოპერაცია სამხრეთ რუსეთში მანამდე განხორციელებული რეიდებისგან განსხვავდება. მასში ჩართულია მინიმუმ სამი ბრიგადა, თითოეულში 2000-მდე ჯარისკაცით: 22-ე და 88-ე მექანიზებული ბრიგადები და 80-ე საჰაერო თავდასხმის ბრიგადა.

”ყოველ საათში უფრო ცხადი ხდება, რომ ის, რაც კურსკში ხდება, არ არის რეიდი: ეს ნამდვილად შეჭრაა”, - ნათქვამია სტატიაში.

წაკითხვა 174 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 09 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.