,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, იმას, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, ოპოზიციონერი ლიდერები პარლამენტში შევიდნენ.
„იდიოტიზმს, რომელიც ახლა მოწყობილი აქვთ, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, რასაკვირველია, სჯობს, დროზე შევიდნენ. მინიმუმ, ქუჩებში არ შეაწუხებენ მოსახლეობას. ეს – მინიმუმ. უბრალოდ, ყველას უნდა სახის შენარჩუნება. რუსებთან როგორ დავსხდებით, აქედან პუტინს როგორ ვებრძოლოთ – ეს ცოტა ხნით დასტრიალებთ თავში, ეს ნათქვამი აქვთ თვითონ, ამით შეაშინეს ხალხი, ამით მიიღეს ხმები, მაგრამ ყველას ესმის, რომ აქციების სათავეში ისეთი ხალხი აღმოჩნდა, რომელსაც ქუჩაში არავინ გაჰყვება. შეიძლება, პირობითად, მიიღო 800 000 ხმა და 800 კაცი ვერ შეაგროვო ქუჩაში?“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
