TV რიონის ჟურნალისტი ჰომოფობიური შინაარსის განცხადების შემდეგ ამბობს, რომ არხს ტოვებს
ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტი, გადაცემა ჩვენი შუადღის წამყვანი, სოფო რაჭველი ჰომოფობიური შინაარსის განცხადების შემდეგ ამბობს, რომ არხს თავისი სურვილით ტოვებს.
ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. იმავეს ამბობენ ტელეკომპანიაში On.ge-სთან საუბრისას.
8 მაისს გადაცემის პირდაპირ ეთერში წამყვანმა სტუმართან ერთად ლგბტ თემი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია. TV რიონის ინფორმაციით, გადაცემა ტელეკომპანიის თვითრეგულირების საბჭომ თავისი სურვილით განიხილა და დაადგინა, რომ წამყვანმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული მრავალფეროვნების დაცვის პრინციპი დაარღვია.
რიონმა პირდაპირ ეთერში გასული გადაცემის გამო იმ ადამიანებს, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ბოდიში მოუხადა. მათივე თქმით, ყველას აქვს აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, თუმცა, ტელევიზია თვლის, რომ სიძულვილის ენის გამოყენება დაუშვებელია. რაც შეეხება გადაცემის წამყვანს, ის ამბობს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ჟურნალისტის მიერ ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართეს.
on.ge
სიახლეები
- ტირამისუ
- "სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევის შემდეგ, ახლა უკვე ქართველი ხალხის დაცინვაზე გადავიდა - „ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ“, ხალხის დაცინვაა" - შალვა პაპუაშვილი
- „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტზე ევროსაბჭოს წიაღში არსებული, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აქვეყნებს, რომელიც მისივე განმარტებით, „უმძიმეს შეფასებებს“ მოიცავს " - ანა ნაცვლიშვილი
- "ახალგაზრდებს პირდაპირი ეთერის ფორმატში საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შევთავაზე, თუმცა იმავე წამს რადიკალებს მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი დაიწყო და ამ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა მონაწილეობა ვერ გარისკა" - პრემიერი
- მთავრობა ევროპის ჩემპიონატისთვის თვითმფრინავის 3000 ბილეთის სუბსიდირებას გეგმავს