საქართველოს 8 მოქალაქე „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით დააკავეს
საქართველოს რვა მოქალაქე „მესაზღვრეებმა“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასახლებულ პუნქტ აძესარში საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.
ამის შესახებ ცხინვალის საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ს ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განუცხადა.
„სოფელ აძესარის ეკლესიასთან დაკავებულია რვა ადამიანი, რომლებიც ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულთა პირად ნივთებში აღმოჩენილია მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერება“, - განაცხადა ჯიოევმა.
სააგენტოს ინფორმაციით, „რესპუბლიკის“ შესაბამისი ორგანოების მიერ მიმდინარეობს კანონის ფარგლებში, დაკავებულთა ვინაობის დადგენა.
ჯიოევისა განცხადებით, დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისი თქმით, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, მიღებული იქნება გადაწყვეტილება დაკავებულთა მიმართ შემდგომი ზომების შესახებ.
Latest from ნინო
- "ცხრა წლის განმავლობაში გარედან დაგვისვეს პრეზიდენტად ადამიანი, რომელსაც არაჯანსაღი მდგომარეობა აქვს"- ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 აგვისტოდან
- "რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის - პროტესტი არ ჩერდება" - სალომე ზურაბიშვილი
- "მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს" - ირაკლი კობახიძე
- „ტყის ხანძრები ნათლად წარმოაჩენს იმ საფრთხეს, რომელსაც კლიმატის ცვლილება ევროპას უქმნის“ - დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და საფრანგეთი განცხადებას ავრცელებენ