"ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე" - თეა წულუკიანი
"ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰააგაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევის კომენტირებისას განაცხადა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წულუკიანი განმარტავს, თუ როგორ აირჩევა სასამართლოს მოსამართლეები.
„ვულოცავ საქართველოს და ჩვენს მომავალ თაობებს ჰააგის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სასამართლოში პირველად ქართველი მოსამართლის არჩევას. გუშინ, ღამით, ნიუ-იორკში ჩატარდა კენჭისყრის პირველი ორი ტური, რომელთა შედეგადაც, ბრიტანელი კანდიდატი და ქართველი გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ამ სასამართლოში, ქვეყნებს არ აქვთ თავიანთი ადგილი (კვოტა) და კანდიდატები მსოფლიოს სხვა ქვეყნების კანდიდატებს ეჯიბრებიან. დანარჩენი ოციოდე კანდიდატი ორშაბათიდან გააგრძელებს მომდევნო ტურებში ბრძოლას დარჩენილი ადგილებისთვის.
ეს სასამართლო აგვისტოს ომის საქმეს იძიებს! გუშინდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ ვივსები იმედით, რომ ჰააგაში მალე იზეიმებს ქართული სიმართლე, ქართველი ჯარისკაცის, ჩვენი დევნილების, ანწუხელიძის, სოფრომაძის და სხვების სიმართლე, რომელსაც აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმა, ქართველების დევნა, წამება და მკვლელობა ჰქვია!
გოჩა, გილოცავ!
მადლობა ჩვენს ყველა ელჩს, ვინც ამ წარმატებისთვის ბევრი იშრომა, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და სამინისტროს“, – წერს თეა წულუკიანი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი