გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს
პოლიტიკოსი გოგი წულაია პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც FirstNews.ge - თვის გახდა ცნობილი, ამ წუთებში პოლიტიკოსის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
