ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ჩუმლაყში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ალექსანდრე ტურიაშვილი, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა.
მას 3 000 ლარი გირაოს გადახდა დააკისრეს და საზღვრის გადაკვეთა, მოწმეებთან კონტაქტი და საცხოვრებელი ადგილის დატოვება აუკრძალეს.
დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებასთან ითანამშრომლა.
პატიმრობაში რჩება მკვლელობაში ბრალდებული ჯუანშერ ტურიაშვილი, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი
