"ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით, დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა"
საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ადამიანის უფლებების ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტში საუბარია 5-6 ივლისის მოვლენების შესახებ.
„ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სარწმუნო ცნობებს: სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების შესახებ, თვითნებური ან შერჩევითი დაკავებების, გამოძიების და დევნის შესახებ, რომელიც ფართოდ არის მიჩნეული პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ; ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და მუქარის შესახებ; მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ შეზღუდული პატივისცემის შესახებ; ლგბტქ თემის წევრებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობის შესახებ.
საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთ თანამდებობის პირთან დაკავშირებით გამოძიების ჩასატარებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. მთავრობის წარუმატებლობამ, ჩაეტარებინა სარწმუნო გამოძიება 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობაზე და სასამართლო წესით დევნა განეხორციელებინა ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოიწვია ამ ძალადობასთან დაკავშირებული დაუსჯელობა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
