რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს
11 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ხარკოვის დაბომბვის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ხარკოვზე მართვადი ავიაბომბებით შეტევა გასულ ღამით იყო.
ინფორმაცია დაშავებულებისა და სხვა შედეგების შესახებ დღეს, 21 ოქტომბერს დილით გამოაქვეყნა ხარკოვის საოლქო პროკურატურამ. მისი მონაცემებით, 11 ადამიანი დაშავდა ხარკოვის ინდუსტრიულ რაიონში, სადაც დაზიანებულია სახლები, სამეურნეო ნაგებობები და კერძო საწარმო.
პროკურატურის ცნობით, ხარკოვზე დარტყმა იყო სულ მცირე ოთხი საავიაციო ბომბით. ქალაქის მერი იჰორ ტერეხოვი სულ მცირე ექვსი საავიაციო ბომბის შესახებ იუწყება. მისივე ინფორმაციით, დაზიანებულია 15 კერძო სახლი.
სიახლეები
- უკრაინასა და რუსეთში მსხვერპლია დრონებით შეტევების შედეგად
- ,,ზოგიერთი ელჩი პოლიტიკურ მატრაკვეცობას მიმართავს “- ლევან მახაშვილი
- ,,ისეთ მღელვარებაში ვარ, წარმოიდგინეთ, როგორი არჩევანი მაქვს გასაკეთებელი, ძმათა შორის"- მეუფე ანტონი
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ზურა პატარაძე აირჩიეს
- თურქეთმა ისრაელის პრეზიდენტის თვითმფრინავს ასტანაში ფრენის ნებართვა არ მისცა
