მძევლების განცხადებით “საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელი ჯერჯერობით არავის ათავისუფლებს და არც არავის ჩაანაცვლებს
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში მორიგი ვიდეო ვრცელდება, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცველები მძევლების ჩანაცვლებას სთავაზობენ, მაგრამ თავდამსხმელი უარზეა.
მძევლები აცხადებენ, რომ თავდამსხმელი არც მათ გათავისუფლებას აპირებს და არც ვინმეს ჩანაცვლებას. ასევე, ვიდეოში ერთ-ერთი მძევალი აცხადებს, რომ უმოკლეს ვადაში მოხდესთავდამსხმელისთვის ფულის მიწოდება. მათი თქმით, თავდამსხმელი თანხის სანაცვლოდ მზად არის, რომ ისინი გაუშვას.
„არავის ანაცვლებს, არც არავის უშვებს და არაც არავის შემოუშვებს. ტყუილად ელაპარაკებით, არ ჩაანაცვლებს არავის“,-აცხადებს ერთ-ერთი მძევალი ვიდეოში.
ამასთან, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში პოლიცია სიმშვიდისკენ მოუწოდებს მძევალს, რომელიც ტირის.
„ქალბატონო, ძალიან ბევრს ნერვიულობთ და დაწყნარდით მეთქი. ეს ქალბატონი გააჩერეთ“, - მიმართავს თავდამსხმელი მძევალს, რომელიც ტირის.
ცნობისთვის, შეირაღებული პირი ბანკში დაახლოებით 4 საათის წინ შეიჭრა. თავდამსხმელი რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და 2 მილიონ დოლარს მოითხოვს. მის მიერ წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირი სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობით არის შეიარაღებული და იმუქრება, რომ თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდება, სახიფათო იქნება. ბანკთან მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა