ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულის ინტერესებს იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებული გრიგოლ ნარსიას ინტერესებს იურისტთა ასოციაციის ხუთი ადვოკატი დაიცავს. ისინი, წინასწარი დაკავების იზოლატორში, თავდამსხმელს უკვე შეხვდნენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ გრიგოლ ნარსია, სავარაუდოდ, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა მოტივზე, მათი ინფორმაციით, დაკავებული არაფერს ამბობს.

 

ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. გრიგოლ ნარსია ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია. იმერეთის სამხარეო პოლიციაში კი, მძევლების გამოკითხვები დილიდან განახლდა.

 

ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი 20 სექტემბერს, დილით შეიჭრა. ის 2 მილიონ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბანკში ასაფეთქებელი მოწყობილობები დაამონტაჟა.

 

თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა.

წაკითხვა 298 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.