ქუთაისში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმდებების გამო ორი ადამიანია დაკავებული
ერთ-ერთ მათგანს ბრალი უკვე წარუდგინეს, ხოლო მეორეს დღეს წარუდგენენ. ადვოკატი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში მათ სურათებს აქვეყნებს.
,,ეს პირები არიან დ.ზ. და გ.რ. ერთ - ერთი მათგანი, კერძოდ დ.ზ., რამდენიმე ხნის წინათ ახდენდა ჩემი დასაცავი პირის ე.ა. შევიწროებას, რის გამოც მე მივმართე სასამართლოს და დ.ზ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სცნო სამართალდამრღვევად და 500 ლარით დააჯარიმა’’-წერს ადვოკატი ლევან ჭელიძე.
ერთ-ერთი მათგანი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას გულისხმობს, ხოლო მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ იძულებას გულისხმობს.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქუთაისის სკოლების ჩათებში ავრცელდებდნენ ინფორმაციას, რომ საეჭვო პირები მოსწავლეებთან კონტაქტის დამყარებას და მანქანაში მოტყუებით ჩასმას ცდილობენ.
წყარომ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისში მძღოლმა მე-6 კლასელი გოგო მანქანაში მოტყუებით ჩაისვა და მისი გაუპატიურება სცადა.
ასევე წყაროს ცნობით, მსგავსი შემთხვევა მოხდა არასრულწლოვან ბიჭთან. წყაროს ინფორმაციით, შუახნის კაცს ბიჭის დედამ უჩივლა, რადგან იმ დროს შეესწრო, როცა დაკავებული მის არასრულწლოვან შვილს ნომერს სთხოვდა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
