"ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, რომ ეფექტიანად მოვახდინოთ დანაშაულის პრევენცია"

ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების რიგითი წევრების, რომ ეფექტიანად მოვახდინოთ ოჯახური დანაშაულის პრევენცია, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

გენერალურმა პროკურორმა პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა ოჯახურ დანაშაულებზე, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში.

 

„ამ დანაშაულის სირთულე არის ის, რომ ხშირად გვხდება რეციდივის შემთხვევები და, სამწუხაროდ, პრაქტიკაში ვხედავთ, რომ დანაშაული რიგ შემთხვევებში იწყება ჩვეულებრივი ძალადობით, თუმცა, საბოლოოდ, რეციდივის დამძიმების სპეციფიკა ახასიათებს და მთავრდება მკვლელობებით, კერძოდ, ქალთა მკვლელობებით, რისი არაერთი შემთხვევაც ვნახეთ ბოლო წლებში. სწორედ არსებული რეალობა გვიჩვენებს, რომ მსგავსი დანაშაულების პრევენცია, მოძალადესა და მსხვერპლს შორის არსებული ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, ძალიან რთულია. ამიტომ, ოჯახში მოძალადეების წინააღმდეგ ბრძოლა ამ ეტაპზე მხოლოდ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკით არის შესაძლებელი. ასევე, მხოლოდ პროკურატურისა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობა არ არის საკმარისი ამ დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, უმნიშვნელოვანესია ყველას ჩართულობა, მათ შორის სხვა სახელმწიფო უწყებების, საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების რიგითი წევრების, რათა ეფექტიანად მოვახდინოთ ოჯახური დანაშაულის პრევენცია“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის ცხრა თვის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს. ანგარიშში ასახულია უწყების საქმიანობის სტატისტიკური და ანალიტიკური მიმოხილვა, განხორციელებული სისხლის სამართლის პოლიტიკა და სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, ასევე უწყების სამომავლო გეგმები.

წაკითხვა 302 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.