"იცით, რომ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, შემოსვლისთანავე გვაქვს მასთან კვებაზე საუბარი"
იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. შემოსვლისთანავე გვაქვს მასთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი - ნაზოგასტრალური ზონდი გამოიყენება პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით,- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტავს, ნაზოგასტრალური ზონდი იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ ადამიანს საკვების მიღებისას ღებინების შეგრძნება აქვს.
„შემოსვლიდანვე, ყოველდღიურად გვაქვს პაციენტთან კვებასთან დაკავშირებით საუბარი. იცით, რომ პაციენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა, ეს აისახა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. შემდეგში უნდა გაგრძელებულიყო სრულფასოვანი კვება. ამის შესახებ ყოველდღე გვაქვს პაციენტთან საუბარი. რაც შეეხება ზონდით კვებას, რაც იკითხეთ, აქ იძულებით კვებაზე არ არის საუბარი, თუ ადამიანს, ნებისმიერ პაციენტს აქვს ღებინების შეგრძნება საკვების მიღებისას, ამ შემთხვევაში გამოიყენება ნაზოგასტრალური ზონდი პაციენტთან შეთანხმებით და არა იძულებითი წესით!“, - აღნიშნავს ჩხაიძე.
სიახლეები
- "ღარიბაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მოტივითაა აღძრული, ვიღაცას მისი დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის შეეშინდა..." -ირაკლი მელაშვილი
- "ლელომ“ ახლა საკრებულოს გამოგლეჯილ მანდატებს უნდა მოუჭიროს და მალე ჩავა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
- "ოპოზიციური პარტიების აკრძალვის წინააღმდეგ საჭიროა ერთიანი და მკაფიო ხმა ისმოდეს: ეს მიუღებელია" - სალომე ზურაბიშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 29 ოქტომბრისთვის
- რა დაამარცხებს პუტინს: გაბედავს თუ არა ტრამპი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას?! - "მოვიდა ომის ესკალაციის დრო!"
