"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას"

დასკვნები, რომელსაც ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას , - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ აფასებს პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და არის თუ არა საჭირო სამკურნალოდ მისი დროებით გადაყვანა.

ლომჯარიას განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაცია ეყრდნობა ექსპერტების მოსაზრებებს.

 

„როგორც სახალხო დამცველმა, გუშინ ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას, რომელშიც ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ. ასევე, მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რომელსაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით ის დასკვნები, რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას. ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე.

ვფიქრობ, რომ საკმაოდ არგუმენტირებული არის ჩვენი სასამართლო მეგობრის მოსაზრება და დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო მას გაითვალისწინებს. მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ასევე გამოვხატეთ მზაობა, რომ აპარატის შესაბამისი წარმომადგენლები წარდგნენ სასამართლოს წინაშე და ადგილზე მიაწოდონ ინფორმაცია. ასევე, თავად მოსამართლესაც შეუძლია მოინახულოს პატიმარი და ადგილზე გაეცნოს ვითარებას, დარწმუნდეს და შეაფასოს არსებული ვითარება. ამიტომ, იმედიანად ვარ, თუმცა ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა.

 

როგორც ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი 5-წლიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო აღიარება აქვს.

წაკითხვა 274 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.