ავლაბარში, 47 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ
ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, დაკავებული ძმები ედვინ ბაგაშვილი და კარლო გალოიანი არიან.
ისინი მათმა უფლებადამცველმა ირაკლი ბენიამ ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ახლახან მოინახულა. ადვოკატი საქმის გარემოებებზე ვერ საუბრობს, რადგან საქმის მასალებს არ იცნობს. ბენია არც ძმების ვინაობას ასახელებს, ვინაიდან მისი განმარტებით, ეს დაკავებულებს არ სურთ.
„ორი ბრალდებულია დაკავებული, ორივე მათგანს შევხვდი. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ისინი პოზიციას სავარაუდოდ, სასამართლოში დააფიქსირებენ. ამ ეტაპზე საქმის მასალებთან წვდომა არ მქონია, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
ბრალი ჯერ წაყენებული არაა, ისინი ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ. იციან რაზე დააკავეს, თუმცა, ფაქტს უარყოფენ და დუმილის უფლებას იყენებენ, ბრალის დადგენილებას როცა გაეცნობიან, თუ სურვილი ექნებათ, პოზიციას მაშინ დააფიქსირებენ.
ზუსტი დეტალები ჩემთვის უცნობია, ისინი თბილისში დააკავეს, კონკრეტულად სად, არ ვიცი“, - განაცხადა ბენიამ.
კითხვაზე, იცნობდნენ თუ არა მოკლული და ბრალდებულები ერთმანეთს, ან რა სახის კონფლიქტი ჰქონდათ, ბენია პასუხობს, რომ ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, თუმცა, კონფლიქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
რაც შეეხება, იმ ფაქტს, მოკლულის გარდა, დაკავებული ძმებიც არიან თუ არა, ნასამართლევები, ადვოკატისთვის ცნობილი არ არის.
„ვერ დაგიდასტურებთ, აღნიშნულის შესახებ ჩემთვის ცნობილი არ არის. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ვერც მათ ვინაობას ვერ დაგისახელებთ, ვინაიდან ბრალდებულებს ამ ეტაპზე მათი ვინაობის გამჟღავნება არ არ სურთ“, - განაცხადა ბენიამ.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები არსებული უთანხმოების ნიადაგზე, ფელიქს კაპანოვს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში