სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად, ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილო და 200 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა” და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- ტრამპის გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა – ქვეყნიდან მასობრივი დეპორტაცია გრძელდება
- ,,ეჭვი მაქვს, „ნაპა“ ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ის ჰაერწვეთოვანი გზით არ გადადის"- ივანე ჩხაიძე
- ,,ოპონენტებად ვაღიარებთ, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებს” – შალვა პაპუაშვილი
- ოპოზიციური პარტია „მემარცხენე ალიანსი“ პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და დებატებში მონაწილეობის თაობაზე მზაობას გამოთქვამს
- ეკა მიშველაძე პოლიტიკაში მიდის
