November 23, 2024

"ავარიის ადგილი მიატოვა და გაიქცა.... " - ვინ არის გოგო, რომელიც რუსთავში ავარიას ემსხვერპლა

რუსთავში, გვიან ღამით მომხდარ ავარიას არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

როგორც ირკვევა, დაღუპულია 16 წლის ელენე ბაშარული, რომელიც ძაღლს ასეირნებდა. ავარიამ იმსხვერპლა გოგონას შინაური ცხოველიც.

 

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ბესო ჩუბიძინე პოსტს აქვეყნებს.

 

,,თანაგრძნობა მინდა გამოვხატო მე-16 სკოლის მე-11 კლასელი ახალგაზრდა გოგონას, ელენე ბაშარულის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მისი ოჯახის, ახლობლების და მეგობრების წინაშე... იმაზე დიდი საშინელება არ არსებობს, როცა მომავალს ასეთი ახალგაზრდები უკვდება და თან სხვისი დაუდევრობის მიზეზით.

 

რამდენიმე საათის წინ რუსთავში, ავტომანქანა „მუსტანგით“, სავარაუდოდ, ახალგაზრდა მძღოლმა 15 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. ავარიის ადგილი მიატოვა და გაიქცა.... ორიოდ დღის უკან შტაბის წინ ამ მუსტანგმა ისეთი სიჩქარით ჩაიქროლა და ისეთი მანევრი ჩაატარა, მაშინვე ვთქვი, რომ რამე ცუდს მოუწევდა თავსაც და სხვასაც... საშინელება ახდა...

 

თუ ადამიანებს პასუხისმგებლობის გრძნობა არა აქვთ და დაუდევარნი არიან, ასეთი ადამიანების იზოლაცია თავიდანვე უნდა მოხდეს.... რადიკალურია, მაგრამ სამართლიანი!!! ელენე ბაშარულის ადგილზე შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენთაგანი ყოფილიყო... კარგია, კარგი მანქანის ყიდვის და ყოლის შესაძლებლობა, რომ აქვთ ადამიანებს, ცუდია, როცა ნულოვანი პასუხისმგებლობა აქვს ბევრს.... სიმკაცრე და ხისტი ზომების მიღება აუცილებელია!.

 

ღმერთო დაიფარე ეს ქვეყანა ასეთი ტრაგედიებისგან", - წერს ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში.

 

როგორც შსს-ში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წაკითხვა 624 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.