დავით გარეჯის საკითხზე 60 ადამიანია გამოკითხული, მათ შორის არიან ყოფილი მაღალჩინოსნები
პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, დავით გარეჯის საკითხზე გამოკითხული არიან ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები.
შეკითხვაზე, თუ რომელი ყოფილი მაღალჩინოსნები გამოიკითხნენ, პროკურორმა არ დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ საქმეზე სულ 60-მდე ადამიანია დაკითხული.
„საქმეზე გამოკითხული არიან მათ შორის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. 60-მდე პირია გამოკითხული და ბუნებრივია, ვინც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოხდება ყველა ასეთი მოწმის გამოკითხვა. ვერ დავაკონკრეტებ ვინ არიან“, - განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხთან მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ბრალეულობას, პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და პროკურატურა მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმებაზე.
„გამოძიება გრძელდება და ჩვენ ვმუშაობთ ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით. რაც შეეხება ყოფილ თუ მოქმედ თანამდებობის პირებს, არ არის გამორიცხული გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობაც. ამის წინასწარ პროგნოზირება ვერ მოხდება. რთულია პროგნოზირება, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება გამოიკვეთოს, გამოძიება მუშაობს ყველა შესაძლო ვერსიაზე“, - განაცხადა წიკლაურმა.
ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა