"მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს" - შს მინისტრის მოადგილე
"მოლაპარაკებების შედეგად, ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში.
მოლაპარაკებების დეტალებზე არ ვისაუბრებ მიზანმიმართულად.
ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოვახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და მაქსიმალური ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან,“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
სიახლეები
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა
- "ჩემი ყოველი დილა ამ გემრიელობით იწყება" - საუზმე სიმითით
- 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
- "სასურველია, რომ პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით მსჯელობამ და პოლემიკამ არ მიიღოს ისეთი ხასიათი, რაც საზოგადოებაში განხეთქილებას შემოიტანს"
- პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა
