არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სუს-ში დაიბარეს
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
ამ დროისთვის გამოკითხვაზე "ამერიკის მხარდამჭერთა ლიგისა" და "ანტიკორუფციული საბჭოს" დამკვირვებლები იმყოფებიან.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ უწყებამ დასაკითხად რამდენიმე პირი დაიბარა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც არიან.
ცნობისთვის, ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რევოლუციურ სცენარს ამზადებდა. ამასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
