ანა დოლიძე სასამართლოში შოთის პურით მივიდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანა დოლიძის სარჩელი განიხილება.
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სასამართლოში შოთის პურით მივიდა.
როგორც ანა დოლიძემ სასამართლოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სარჩელი საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებს ეხება.
„მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც იმის სიმბოლო, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საბოლოო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ გავასაჩივრეთ საოლქოს ყველა ოქმი, რადგან საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერც ერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე სისტემა და თამარ ჟვანიასნაირი თაღლითები არ დაინახავენ, რომ მშიერი სამართალი საბოლოო ჯამში პურს აუცილებლად იგემებს. გავასაჩივრეთ 11 ოქმი, დანარჩენ 40-ს ორშაბათს გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
