მგონი, უნდა „დაბუსტონ“ ლგბტ კამპანია, თორემ ფასების კამპანიამ „სახე გააძრო“ „ქოცებს“, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მოულოდნელი არ იყო, რომ აშშ-მა დაასანქცირა „მისტერ ობშორ“ კეზერაშვილი - როდესაც რადიკალური ოპოზიცია აქ ეძებდა ოლიგარქს, საკუთარი დამფუძნებელი მიიღო „მისტერ ობშორი“ ოლიგარქად; აქ ეძებდა საერთაშორისო სანქციებს და მიიღო „მისტერ ობშორის“ სანქციები შეერთებული შტატებიდან, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრზე დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.
რუსეთის მაგადანის ოლქში კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა მი-8, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა.
რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 2 ადამიანის სიკვდილი დადასტურებულია. დანარჩენების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. კატასტროფის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი სატრანსპორტო პროკურატურის ინფორმაციით, ვერტმფრენს, რომელიც ავიაგადამზიდავ „დალნერეჩენსკ ავიას“ ეკუთვნოდა, ოქროს მომპოვებელ საბადოზე დასაქმებულები გადაჰყავდა.
პროკურატურის წინასწარი ვერსიით, კატასტროფა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია
ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ვენაში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. მათ ავსტრია 19 მარტამდე უნდა დატოვონ.
რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. იუსტიციის სამინისტრო ID ბარათების აღებას მათ 15 მარტიდან უფასოდ სთავაზობს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.
უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში რუსეთის თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, იტყობინება რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი.
პარადოქსია, რომ ამერიკას უჩივის კეზერაშვილი, რომელიც თაღლითობასთან ასოცირდება და მხილებულია ევროპის მასშტაბით კონკრეტულ სავარაუდო დანაშაულებში, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
