"მე არ ვარ მომხრე ამ ტიპის სცენების და ჟესტების, რასაც იქ ადგილი ჰქონდა", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან ნიკა მელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
ხანგრძლივი პაემნები ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ორშაბათიდან, 27 სექტემბრიდან გაიხსნება, - ამის შესახებ განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა ოპოზიციურ პარტიებს პულსი აღარ ესინჯებათ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25-26 სექტემბერს საქართველოს დაბლობსა და ბარში ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს.
"არც ერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული.
გრიპისა და კოვიდის ვაქცინის გაკეთება ერთსა და იმავე დღეს შეიძლება, ერთ მკლავზე ერთი, მეორე მკლავზე - მეორე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
FDA დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა Pfizer-ით ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 25.9%.
დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის შესახებ მორიგ პოსტს აქვეყნებს.
“ეს არ იყო დებატები, ეს იყო დებატების პაროდია, სადაც ყველა საარჩევნო კანდიდატი მიმართულია ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე პირველ არხზე გამართულ თბილისის მერობის 16 კანდიდატის დებატებს და აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიება არაფრის მომცემია.
