“რუსეთის შუამავლობით მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის საშვიდობო მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა და საბრძოლო მოქმედებები უახლოეს დღეებში შეიძლება გაცილებით მასშტაბური გახდეს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ რეგიონი არამედ მსოფლიო შეიცვლება.
იმერეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა.
„მე საარჩევნო სუბიექტი ვარ, მაგრამ დღეს შსს-ს რუსთავის მესამე განყოფილებაში გამოკითხვაზე დამიბარეს, ამჯერად უარი არ მითქვამს, რადგან დამპირდნენ, რომ პროცედურას ერთ საათში დაასრულებდნენ და შეხვედრებზე დასწრების საშუალებას მომცემდნენ, მაგრამ გამოკითხვა, დაახლოებით, 10 საათს გაგრძელდა.“ – ასე უპასუხა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მამუკა ტუსკაძემ „ნეოპრესის“ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში მისი დაყოვნების ფაქტს ეხებოდა. მისივე განმარტებით, უწყება საარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიდა.
კორონავირუსის მართვაში ჩართულ კლინიკებში, ამ ეტაპზე, მობილიზებულია 3 500 საწოლი და საჭიროების შემთხვევაში 2 ათასამდე კიდევ დაემატება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 109-მდე გაიზარდა.
საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521 -ს შეადგენს.
