სექტემბერი 08 2020

თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.


სექტემბერი 08 2020

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესების საჭიროება არ დადგეს.


სექტემბერი 08 2020

მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა ინტენსიურად მიმდინარეობს.


სექტემბერი 08 2020

"არის ასეთი ჩანაწერი, სადაც გოგონა ტირის და ამბობს, აღარ მინდა სიცოცხლე, სიყვარულში იმედი გამიცრუვდაო და ა.შ. კრიმინალური პოლიციის უფროსმა პირდაპირ მითხრა, ამ ვიდეოს გავასაჯაროებდით და ამით დავამთავრებდით ყველაფერსო. რატომ, დადონ სხვა ვიდეოც, სადაც თამუნა ამბობს, ყველაფერი წინ მაქვს, დიდი მომავალი მაქვს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებო".


სექტემბერი 08 2020

"მიხეილ სააკაშვილის "ნიანგის ცრემლებით ტირილი", რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა", - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.

 

მამუკა მდინარაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი, სწორედ მათი მმართველობის დროს მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილებები იყო.

 

„დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის დროს გამოსცადა ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა. მან სამართლიანი სასამართლო გამოსცადა, ხოლო მისი მმართველობის დროს ადამიანებმა გამოცადეს უსამართლო მიდგომა და დამოკიდებულება. აღარაფერს ვამბობ წამებაზე და ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაც "ნაციონალური მოძრაობის" სამარკო ნიშანი იყო. დღეს, "ნიანგის ცრემლებით" ტირილი მიხეილ სააკაშვილის, რომ თურმე მის დროს სასამართლო არ ყოფილა კარგი, ეს ფარისევლობაა. მისი აღიარებები ემსახურება კონკრეტულ მიზანს, ცოტა მეტი ხმა მიიღოს რომ მეტი მანდატი ჰქონდეს პარლამენტში. თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს", -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


სექტემბერი 08 2020

არ არსებობს ამ დაპირების აღსრულების სურვილი, ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი, რომლის მიზანია საკუთარი ამომრჩევლის გამხნევება. მაგრამ, ამას მოსდევს ის უარყოფითი შედეგი, რომ ძლიერდება ბიძინა ივანიშვილის გავლენა და შესაძლებლობა ამომრჩეველი დააშინოს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების იდეით,

ტეგები:

სექტემბერი 08 2020

რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, - ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ტეგები:

სექტემბერი 07 2020

რუსი ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.


სექტემბერი 07 2020

,,ქრონიკა +"- ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სოციალურ ქსელში თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ახალ, სკანდალურ გარემოებებზე წერს.


სექტემბერი 07 2020

გიორგი გახარია - ბავშვები და სტუდენტები სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან, მანამდე სწავლა დაიწყება დისტანციურად

 

ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება და იქნება დისტანციურად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდა მოსალოდნელი იყო.

 

 

„ორი კვირით, პირველ ოქტომბრამდე, ბათუმში და ქობულეთში სასწავლო პროცესი გადაიდება და იქნება დისტანციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ქობულეთში და ბათუმში ბავშვები კლასში და სტუდენტები აუდიტორიაში სწავლას განაგრძობენ პირველი ოქტომბრიდან. მანამდე სწავლას დაიწყებენ დისტანციურად", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს.

 

„იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი ვხვდებით, რომ ბათუმში ბოლო თვეების განმავლობაში, შიდა ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, მობილობა იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად, ინფიცირების ზრდას ჩვენ მოველოდით და ამისთვის როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი მზად არის. მთავარია, რომ ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს, ჩვენ დღეს გარკვეული გადაწყვეტილებები მივიღეთ", - განაცხადა გორგი გახარიამ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები კვირაში ორჯერ - ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს გაიმართება.

 

„დღეს გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომები შედგება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს. ჩვენ გადასულები ვიყავით კვირაში ერთხელ შეხვედრებზე. დღეის მონაცემებით, ქვეყანაში გვაქვს 34 ახალი ინფიცირების შემთხვევა. აქედან 32 შემთხვევის წყარო დადგენილია, 20 შემთხვევა გახლავთ ბათუმი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 


გვერდი 1059 სულ 1335
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.