დეკემბერი 10 2019

ცოტა გაკვირვებული ვარ ივანიშვილის გამონათქვამებით იმიტომ, რომ ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში მსმენია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში “ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, განცხადებაზე რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.

 

“ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ და ცოტა გაკვირვებული ვარ ივანიშვილის გამონათქვამებით იმიტომ, რომ ასეთი რამ მხოლოდ რუსეთში მსმენია.  პოლიტიკურ ფონდებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ეროვნულ არასამთავრობო სექტორს მათი კრიტიკულობის გამო აკრიტიკებდე, ძალიან ცუდი სტილი და ცუდი დემოკრატიული პოზიციაა. მე, როგორც პოლიტიკოსმა, უნდა გავაცნობიერო და თვალი გავუსწორო კრიტიკას. თუ ამას არ გავაკეთებ, თუ ვერ გავაცნობიერებ, მაშინ პოლიტიკაში რა მესაქმება?. დიდი იმედი მაქვს მედიალანდშაფტი არ შეიცვლება საქართველოში, მრავალმხრივობა“, - თქვა ევროპარლამენტარმა.


დეკემბერი 10 2019

"ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა, რუსი დიპლომატის გრიგორი კარასინის წინადადება საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე, ეროვნული ინტერესების უგულებელყოფად და რუსულ ე.წ. რბილ ძალად შეაფასა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ამ ინიციატივას ჯაშუშური უწოდეს.


დეკემბერი 10 2019

“მმართველი გუნდი ოპოზიციის ახალ შემოთავაზებას, ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები მრავალმანდატიანით შეიცვალოს, დიდი ალბათობით დათანხმდება, თუმცა, როგორც ანალიტიკოსთა გარკვეულ წრეებში საუბრობენ, ეს თანხმობა არ უკავშირდება ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და მიმდინარე საპროტესტო აქციებს.



დეკემბერი 09 2019

საპატრიარქო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, სადავო ზონაში ტრანსსასაზღვრო ტერიტორიის შექმნის ინიციატივას მხარს არ უჭერს.


დეკემბერი 09 2019

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროფესიული კოლეჯი "კონსტრუქტ2“ შრომის უსაფრთხოების ოფიცრებს გადაამზადებს.


დეკემბერი 09 2019

მე არ ვიცი ამ ქვეყანაში პოლიტპატიმრები, არა მგონია, ეს ტერმინი ეხმაროთ,


დეკემბერი 09 2019

საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

 

მისი შეფასებით, ლევან სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, თანამდებობა კი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

 

„მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე", - განაცხადა პრემიერმა.


დეკემბერი 08 2019
მეხის გავარდნას ჰგავდა საქართველოსთვის კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალების ამბავი. ის 53 წლის იყო. მისმა ფილმებმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მაყურებლის გულში. 2013 წელს მისი გადაღებული კინოსურათი "მანდარინები" მოხვდა ამერიკული კინოაკადემიის ჯილდო "ოსკარის" უცხოენოვან ხუთ ფინალურ ფილმს შორის.

აი, რას წერს სოციალურ ქსელში ქისტი ქალბატონი თუმი დიშნი (ნონა ხანგოშვილი), რომელიც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს საქართველოს მიმართ გაკეთებულ მუქარის განცხადებაზე:

"საშინელი ტრაგედია... გული დამძიმდა...


ვერ წარმომიდგენია მისი სიკვდილი... სიცოცხლით სავსე ზაზა ურუშაძე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, საოცრად ადამიანური და დიპლომატი შემოქმედი, უნიჭიერესი რეჟისორი, ხელოვანი...

მასთან ყოველი საუბრისას კინოსამყაროს ახალი ჰორიზონტები იშლებოდა, პირადად ჩემთვის ცხოვრების უცხო და ახალი განზომილებების აღმოჩენა იყო კინოსამყაროს სახით.

ის საოცრად სამართლიანი და ღირსეული იყო...
ბოლოს ერთი თვის უკან 
 
შემეხმიანა... მადლობა გადამიხადა საქართველოს სიყვარულისთვის.

მეამაყებოდა, რომ "მანდარინების" რეჟისორი იყო და აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით...

ეს იყო ფილმი ადამიანურ, უშუალო ურთიერთობებზე, რომ არ ღირს და თუ ღირს უნდა იცოდე სად აღმართო მახვილი, უნდა იცოდე, რომ ყველაზე ბასრი მახვილიც კი უძლურია ადამიანობის წინაშე...

ეს იყო ფილმი იმ ქართულ კასეტაზე, რომელსაც უსმენს ჩეჩენი ახმედი ფილმის ბოლოს, გაშლილი ქართული მანდარინების პლანტაციებს შორის მიმავალი...

იმ მომავალზე, რომელზეც ფიქრობს ახმედი, როცა უსმენს "მე გადავცურავ ზღვას", სადაც ქართული მიწის სურნელია, სადაც ძმობაა და ადამიანობა... და სადაც სიცოცხლის აზრია, ნამდვილი და უანგარო... რომელიც შეიძლება მოიპოვო ბრძოლის გარეშე...


ზაზამ ბრძოლის გარეშე მოიპოვა უანგარო, დაუყვედრებელი და ნაპატიები სიცოცხლე, ადამიანური ურთიერთობა ორ მოძმე ერს შორის.

დატოვა უკვდავი კვალი ჩვენს ცხოვრებაში და თავის შემოქმედებაში...


ძალიან ვწუხვარ... ვიზიარებ საქართველოს წუხილს...


ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...


შემოდგომის ღამეს კიდევ ერთი ვარსკვლავი მოწყდა ცას, ჩაქრა და მიისვენა მარადისობაში..."


დეკემბერი 08 2019

ქუთაისმა ჭადრაკში საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა.


გვერდი 1164 სულ 1290
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.