მარტი 10 2020

ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელიც ქუთაისში ოთხი დღის წინ გაუჩინარდა, მდინარე რიონში ეძებენ.


მარტი 10 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებას კომპანიებს სთხოვს.


მარტი 10 2020

იტალიის მთელ ტერიტორიაზე კარანტინი დაწესდება , - ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


მარტი 09 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს, რომლებსაც ჯანდაცვის უწყების მიერ მიცემული აქვთ მითითება თვითიზოლაციაში საკარანტინო პერიოდის გატარების თაობაზე, კიდევ ერთხელ მკაცრად მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, დაიცვან თვითიზოლაციის წესები.


მარტი 09 2020

დარწმუნებული ვართ, რომ 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნება“ განახლებული პროგრამით, განახლებული გუნდით გაიმარჯვებს და პარლამენტში მყარ უმრავლესობას მიიღებს. ჩვენ ამისათვის მზადება უკვე დაწყებული გვაქვს და მომავალ პერიოდში, წინასაარჩევნო კამპანიაც აქტიურ ფაზაში შევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


მარტი 09 2020

9-10 მარტს საქართველოში ნარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.


მარტი 09 2020

8 მარტს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საარჩევნო სისტემის შესახებ და საერთო განცხადებას, რომელიც საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაციას ეხება.


მარტი 09 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება და მას მნიშვნელოვანს უწოდებს.


მარტი 08 2020

ივანიშვილის სისტემა ქართველი ხალხის წინააღმდეგობისა და უცხოელების გამო დატორტმანდა და ჩვენ ის ბოლომდე უნდა წავაქციოთ,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა,


მარტი 08 2020

შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა და ამ შეთანხმების შემდეგ ყველამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.


გვერდი 1167 სულ 1326
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.