პანკისში ახალი ჰესის მშენებლობა იწყება. 27 მეგავატიანი ჰესის - „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობა ნოემბრიდან დაიწყება და მას კომპანია „ფერი" განახორციელებს.
“მედიისთვის მეორეჯერ უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ მას “ბოლოს და ბოლოს თავი დაანებონ”, - ასე ეხმიანება “რეზონანსთან” ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცემულ შეწყალების სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებზე მეორე უარს.
დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოში სვეტიცხოვლობა აღინიშნება.
“რაც შეეხება ივანიშვილის შიშებსა და საქციელს, როგორც მოსალოდნელი იყო ის ბოლომდე ჩაიხრჩო კორუფციასა და სამშობლოს ღალატის მორევში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება.
საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.
მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეუნებს:
"მარტო ჩემი კარგად ყოფნა, კიდევ ორი ადამიანის კარგი მდგომარეობა არ განსაზღვრავს ერის სიტუაციის დადებითად შეფასებას. იტყვი, მტერი ხარ, არ იტყვი და გული ვერ უძლებს ამდენი გაუბედურებული ადამიანის სახის ყურებას.
არც ერთი პოლიტიკური სპეტქრი არ მაინტერესებს, არც ერთი მიმდინარეობა-მოსახლეობას ყველა საარჩევნო ყუთების ამოსავსებად იყენებს და სინამდვილე მარილის სვეტად იქცა...
ვინც კმაყოფილია ჩუმად არის, სხვასაც აიძულებს გაჩუმდეს... ვინც მშიერია, ყვირილის თავიც არ აქვს. ან რა შეიცვალა ამდენი ყვირილით და უკმაყოფილების გამოხატვით.
საქართველოს ამჟამინდელი სურათი ამაოების ბაზარს დაემსგავსა. რაც ადრე დავკარგეთ, დაბრუნებას ვინ ჩივის, დღეს უფრო მეტს ვკარგავთ.
მონობაში დაბადებული თაობა შეეგუა მონურ ყოფას. თითქოს თავისუფლება მიცემული ახალგაზრდობა უკვალოდ გარბის უცხოეთში. ვისაც ცვლილებები შეუძლია, ვერ გაცდა საკუთარ სტომაქს.
სამღვდელოება სულს ღაფავს. რამდენიმე თუ ბედს არ უჩივის, უმრავლესობის ფონი უმძიმესია. მღვდლის შვილიც საზოგადოების სრულყოფილი ნაწილია და სხვებისგან განსხვავებით თუ უცხოეთში ვერ ისწავლის, საკუთარ ქვეყანაში მაინც უნდა შეეძლოს პროფესიის დაუფლება. დიპლომის ქონა არ არის აუცილებელი. მთავარია სახელწმიფომ შეუწყოს ხელი და თავი გაიტანოს.
დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება, მარტო ბიოლოგიური გამრავლება რომ ჰგონიათ, ოდესმე ვინმეს თუ ახსენდება მრავალშვილიანი ოჯახები?!
რითი ხდება მათი წახალისება?! რატომ არ უნდა შევუქმნათ ქართველ ერს იმის პირობები, რომ საკუთარ მიწა-წყალზე იმაზე მეტმა ქართველმა იცხოვროს, ვიდრე რომელიმე სხვა ხალხმა. არც ამის გამოცდილება გვაკლია. არავის შექმნია ჩვენთან გაუცხოების პრობლემა. ჩვენები კი ყველგან, საკუთარი სამშობლოდან დაწყებული, ემიგრაციით დამთავრებული მონობაში არიან.
დედები იძულებით ტოვებენ შვილებს, რომ მშივრები არ დარჩნენ. ვერც ნოსტალგიას უძლებენ, ვერც ფიზიკურ შრომას და რასაც შოულობენ, ან მკურნალობაში იხარჯება, უარეს შემთხვევაში გული უსკდებათ და სახლში კუბოთი მოაცილებენ.
სად არის ვინმეზე ზრუნვა?!
ამოიჩემეს არაფრისმომცემი, იდიოტური დემაგოგია სიტყვა ,,პოლიტიკა".... ადამიანების შიმშილით ამოხოცვა პოლიტიკა არა, ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა...
ამ ყველაფერთან შეგუება კი, უფრო დიდი ტრაგედია!.." - წერს მამა პეტრე.
ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მთავრობა მიიღებს ევროდირექტივას, რომელიც მონიტორიან მოწყობილობებთან მუშობის პროცესში უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.
"2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საჩხერის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე 11 ოქტომბერს წმინდა გიორგის ბარელიეფის ჯრუჭის მონასტერში დაბრუნებაში მიიღებს მონაწილეობას.