საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მონაცემების მიხედვით, სეზონური ვირუსების ცირკულაცია გასული წლებისგან არ განსხვავდება.
21 ნოემბერს ქუთაისში +22 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2005 წელს დაბადებული ე.ც., არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“სამწუხაროდ, უკვე კარგა ხანია, რაც “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო შეტევა ჩვენს დასავლელ პარტნიორებზე, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. შეიძლება ითქვას, სპეციალური უჯრედიც კი შეიქმნა.
21 ნოემბერს მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არასდროს მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, რომლებიც ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურში იმყოფებიან, გასული ღამისა და დილის განმავლობაში, 10-ზე მეტი აფეთქების ხმა გაიგეს.
ერთადერთი წყარო და ძალა ნამდვილი კურნებისა და ყოველი სიკეთისა არის უფალი იესო ქრისტე, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიონ (მუჯირი) სამების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის ფლანგს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.
კატასტროფაში ვართ, რა იმისტი, რა ამისტი, სირცხვილი არ არის? მამამ დაანონსა აქცია, რა დროს გარჩევები და „ფეისბუქში“ მელიას ტროლბოტთა ვიღაცების გამოსვლებია, რომლებიც უკვე „ოცნების“ ბოტებს დაემსგავსნენ. ადგილი არის აქ, რომ საქართველოს თავი არ მოეჭრას და კიდევ ერთი პრეზიდენტი არ მოვკლათ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
