აპრილი 17 2022

ყოველთვის ვმადლობდეთ უფალს და გვეგალობოს ოსანა მისთვის. ვმადლობდეთ მას, რომ იგი შედის იერუსალიმში, რათა გამოგვიხსნას ჩვენ მარადიული სიკვდილისგან, დიდება და მადლობა მას თავისი წმინდა სისხლის დაღვრისთვის, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დღევანდელი ქადაგებისას განაცხადა.


აპრილი 17 2022

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ 100 ათასს ადამიანს ტრადიციულად მიმართა, რა დროსაც უკრაინაზეც ისაუბრა და ქვეყნის მოსახლეობას მშვიდობა უსურვა.


აპრილი 17 2022

დონბასისთვის ბრძოლა ჩვენთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.


აპრილი 17 2022

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგა.


აპრილი 16 2022

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ქართველ ძმებსა და დებს, საქართველოს ჩვენი მოქალაქეების საქართველოში მიღებისთვის, მადლობა თქვენი თანადგომისა და ზრუნვისთვის, – ამის შესახებ უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


აპრილი 16 2022

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩვენ ჩამოვედით უკრაინაში, მივუსამძიმრეთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს და კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელებისა და უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.


აპრილი 16 2022

უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

 

„ვესტუმრე ჩემს ძვირფას კოლეგა რუსლან სტეფანჩუკს გმირ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სოლიდარობა და გავიზიაროთ ტკივილი.

 

უკრაინელების სიმამაცე და გამბედაობა სამუდამოდ გადაეცემა ჩვენს მომავალ თაობებს, როგორც ღირსებისა და გამბედაობის საუკეთესო მაგალითი“, – წერს პაპუაშვილი „ტვიტერზე“.


აპრილი 16 2022

რუსეთ-უკრაინის ომის 52-ე დღე. რუსეთი ისევ აქტიურად აგრძელებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქების დაბომბვას.


აპრილი 15 2022

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე მე-2 სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები.


აპრილი 15 2022

უკრაინაში 870 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა, რომლებმაც ქვეყანა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დატოვეს. ყოველდღიურად ქვეყანაში 30 ათასი ადამიანი ბრუნდება.


გვერდი 607 სულ 1360
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.