April 4, 2026

ივნისი 06 2022

6 ივნისს დღის ბოლოდან 11 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.


ივნისი 06 2022

„ბორჯომთან" დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის" აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


ივნისი 06 2022

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.


ივნისი 06 2022

მერაბ სეფაშვილს ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს - რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, მკურნალობას პალატაში გადის, - ამის შესახებ მომღერალ მერაბ სეფაშვილის პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.


ივნისი 06 2022

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის დანადგარების გადაცემის პროცესს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და სქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.


ივნისი 04 2022

„რუსი სამხედროები, რომლებიც სამთვიანი ბრძოლების შედეგად დაქანცულები და დემორალიზებულნი არიან, ახლაც იგივე შეცდომებს უშვებენ, რასაც ომის პირველ ეტაპებზე ვხედავდით“, - აღნიშნულია ამერიკულ გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში შეცდომებს იმეორებენ“ (ავტორი - ჰელენ კუპერი), რომელიც ამერიკელი სამხედრო ჩინოვნიკების გამონათქვამებს ეფუძნება.


ივნისი 04 2022

“რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს იმაზე, რომ კიევთან სამშვიდობო შეთანხმებებს ხელი მოაწეროს, თუმცა უკრაინის ხელისუფლება და უკრაინელი ხალხი არცერთი გოჯი მიწის დათმობას და უკან დახევას არ აპირებს და აცხადებენ, რომ ყველა იმ ტერიტორიას დაბრუნებენ, რომელიც ისტორიულად ეკუთვნით.


ივნისი 03 2022

დასავლეთმა აიღო კურსი მართლმადიდებლობის განადგურებისა და ყველაფრის მოსპობისკენ, რაც დაკავშირებულია რუსეთთან და სლავებთან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


ივნისი 03 2022

საქართველო ევროპული სტანდარტების, ფასეულობების ერთგულია, ჩვენ ყველაზე მაღალი ფასი გვაქვს გადახდილი, რეფორმებს ვახორციელებთ, წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით, ახლა ევროპის ჯერია, მან უნდა გადაწყვიტოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ივნისი 03 2022

100 დღეა, რაც რუსეთმა დაიწყო გაუმართლებელი აგრესია და უკრაინამ აჩვენა, რომ შეუძლია, დაამარცხოს ძალა, რომელიც ოდესღაც დაუმარცხებლად აღიქმებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს.


გვერდი 605 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.