April 3, 2026

აპრილი 01 2022

"ბავშვის დახმარება შემიძლია რამით? მთავარია ჩემთვის ეს ბავშვი გადარჩეს და მას ჰქონდეს ყველაფერი კარგად, ჩემს თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, როგორც დამნაშავე პატიმრობა მეკუთვნის", - ამის შესახებ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

 

როგორც ცნობილია, ბრალდების მხარე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

 

სასამართლო სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე ცოტა ხნის წინ დაიწყო.

 

ცნობისთვის, თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომობილი 8 წლის ბიჭს დაეჯახა.

 

ავტომობილის მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია).

 

დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.


აპრილი 01 2022

ქუთაისის მერიაში "ახალგაზრდული ინიციატივების მხარდამჭერი პროგრამა 2022“-ის გამარჯვებული პროექტების ავტორებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


აპრილი 01 2022

ბათუმში მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც ხვალ სავარაუდოდ ტელეეკრანებზე ვიხილავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 2 აპრილს დაგეგმილ საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.


აპრილი 01 2022

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად, უკრაინაში 153 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.


აპრილი 01 2022

უკრაინაში ინტერვენციის დაწყებიდან, რუსულმა ძალებმა მარცვლეულის რამდენიმე საცავი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.


აპრილი 01 2022

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ხუთი 16-სართულიანი კორპუსი შენდება.


აპრილი 01 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 22 788 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 407 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 303 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%.


მარტი 31 2022

დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აფხაზეთის ომის მონაწილე ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა.


მარტი 31 2022

არაფრით მომწონს პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე. ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდაო. ეს არის მიზეზი? ალოგიკურია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი წერს.

 

"არც მისი მეზობელი მოლდოვა შეუერთდა სანქციებს, არც ჩინეთი, არც ბრაზილია, არგენტინა, ყაზახეთი, სომხეთი და კიდევ უამრავი ქვეყანა და მაშ სად არის ლოგიკა? იქიდან ელჩები რატომ არ გაიწვია?

 

ბელარუსი სულაც რუსეთს ეხმარება და ელჩი იქაც კი დატოვა.

 

არც ერთ ხსენებულ ქვეყანას იმაზე მეტი არ გაუკეთებია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ და ქართველმა ხალხმა.

 

არც ერთ ქვეყანას იმაზე დიდი სიმწარე არ განუცდია რუსეთისგან, როგორც საქართველომ.

არც ერთ ქვეყანას იმხელა მსხვერპლი არ გაუღია უკრაინისთვის, რამდენიც საქართველომ.

არც ერთი ქვეყნის მებრძოლი მოხალისე არ არის უკრაინაში, რამდენიც ქართველია.

რა საქციელია ეს ზელენსკისგან?

 

არ მომწონს და უკვე ეჭვიც მაქვს, რომ ერთგვარი ნაბიჯია საქართველოს ომში ჩასათრევად, მეორე ფრონტის გახსნის დასაქოქად,"- წერს გოგა ჩანადირი. 

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ხელს აწერს საქართველოდან ელჩის გაწვევას. მან რამდენიმე მიზეზი დაასახელა.

 

„არიან ისეთები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვაზე, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც კარგავენ დროს და მუშაობენ მხოლოდ იმაზე, რომ დარჩნენ თანამდებობებზე. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთის ბიზნესისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური", - განაცხადა ზელენსკიმ.


მარტი 31 2022

ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.


გვერდი 641 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.