რუსეთის მხრიდან მომავალ ნებისმიერ შემდგომ აგრესიას ექნება მაღალი ფასი და ამასთანავე, ექნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხი დიდად აფასებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველო დედამიწაზეა და შესაბამისად რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში "ომიკრონ" შტამი დაიწყებს ცირკულაციას, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების საკითხზე.
მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს მასშტაბით 10-მდე პირი დააკავეს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 585 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 630 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 955 PCR ტესტით.
კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ხელახალი დაინფიცირების ალბათობა, შესაძლოა, იყოს მაღალი, სხვა ვარიანტებთან შედარებით.
პრეპარატ „კეტილეპტს“ აქვს თავისი ინსტრუქცია, ნებისმიერს შეუძლია ჩაიხედოს და ნახოს, ეს პრეპარატი ინიშნება თუ არა ძილის მოსაწესრიგებლად, მას გააჩნია ძილის მომგვრელი ეფექტი, თუმცა, ეს არ არის მისი პირდაპირი ჩვენება, - ამის შესახებ გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ცენტრ ,,ემპათიას“ ნევროლოგმა განაცხადა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ის რომ აკეთებდეს არჩევანს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებზე, მხარს დაუჭერდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს არჩილ თალაკვაძეს.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნას აქვეყნებს.
