დეკემბერი 11 2021

მე მზად ვარ ჩავერთო პრეზიდენტის გამოთქმულ ინიციატივაში, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდზე წერს და ამით დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.


დეკემბერი 10 2021

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ბიუროს ფორმატში, რიგგარეშე პირველი სხდომის საკითხები განიხილეს. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა.



დეკემბერი 10 2021

მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გეგმა და მარშრუტი შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა გიორგი ლორთქიფანძემ შეიმუშავა.


დეკემბერი 10 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%.


დეკემბერი 10 2021

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ დონბასში მიმდინარე მოვლენები მას გენოციდს აგონებს.


დეკემბერი 09 2021

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთს კიდევ ერთხელ აფრთხილებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და ახსენებს, რომ შეთავაზება, გაიმართოს ნატო-რუსეთის ფორმატში შეხვედრა, კვლავაც ძალაში რჩება.


დეკემბერი 09 2021

ქუთაისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.


დეკემბერი 09 2021

ის, რაც თავის დროზე წინა ხელისუფლებამ გააკეთა რუსთავი-2-სა და იმედზე კონტროლის დასამყარებლად, სრულად გაიმეორა დღევანდელმა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.


დეკემბერი 09 2021

ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში 54 წლის კაცმა ნაჯახით ჯერ 43 წლის ცოლი მოკლა, შემდეგ კი 21 წლის შვილი. კიდევ ერთმა შვილმა კი თავს გაქცევით უშველა.


გვერდი 719 სულ 1367
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.