ივნისი 04 2021

დღეს იმერეთის რეგიონული ჰაბის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

 

იმერეთის რეგიონული ჰაბის მიზანია, რეგიონის დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რაც მიღწეული იქნება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მდგრადობის შენარჩუნების, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის ზრდის უზრუნველყოფის გზით.

 

პრეზენტაციას დაესწრნენ იმერეთის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, მედიის, თვითმმართველობის, ბიზნესის წარმომადგენლები, ახალგაზრდები და სამოქალაქო ლიდერები. 

 

შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო როგორც რეგიონული ჰაბის და ასევე პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ განმხორციელებელი კონსორციუმის წევრი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქტივობებს.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო (LDA) საქართველოს მიერ, ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.

 

195748851 347421990072960 5825040418133006792 n

 

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

 


ივნისი 04 2021

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა ნინოწმინიდს პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.


ივნისი 04 2021

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0791 ლარი გახდა.


ივნისი 04 2021

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სალიცენზიო პირობებს ამოწმებს. ამის შესახებ სააგენტო განცხადებას ავრცელებს.


ივნისი 04 2021

პანდემიის ძირეული მიზეზი - ბუნების განადგურებაა. ამ სიტყვებით იწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის მიერ მომზადებული სტატია.


ივნისი 04 2021

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ღვინის უარყოფით და დადებით თვისებებზე წერს. "ჯორჯიან თაიმსი" აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


ივნისი 04 2021

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის შემოწმებისას 6-მა არასრულწლოვანმა დაწესებულების დატოვების სურვილი გამოთქვა. ასევე, იდენტიფიცირებულია კიდევ 10 ბავშვი, რომელთა გამოყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა. 


ივნისი 04 2021
"ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ განსაკუთრებული ყურადღების და ინტერესის საგანი გახდა საზოგადოებისთვის, რაც ნორმალური პროცესია იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველს და მის აპარატს ხელი ეშლებოდა რეალურად საკუთარი მანდატის განხორციელებაში," -  განაცხადა პარლამენტს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ  მიხეილ სარჯველაძემ და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში ეს პრობლემა გადაწყდება, მათ შორის, სახალხო დამცველის ჩართულობითა და მისი მონაწილეობით ბუნებრივია. 

ივნისი 04 2021

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


ივნისი 04 2021

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 30 026 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 779  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 959  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  2.59 %.


გვერდი 823 სულ 1346
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.