ქვეყანას აბრუნებენ წარსულში, იმ "ნაციონალური მოძრაობის" შავ-ბნელ წარსულში, რომელსაც თვითონაც უარყოფდნენ და რომლის წინააღმდეგ სამართლიანობის ლოზუნგებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ "ქართულ ოცნებაზე" საუბრისას განაცხადა.
17 - 19 აგვისტოს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს.
ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო ხდება.
ჩინეთში ვერ არის კარგად საქმე. მსოფლიოში სიდიდით მესამე პორტი ნაწილობრივ დაკეტილია კოვიდის დელტა ვარიანტის აფეთქების გამო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 47 872 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 208 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 539 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.97%.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განმარტა, თუ რატომ მიიღო ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება.
ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის ძალები ჩაერთვება, - შესაბამისი ბრძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა.
უკრაინული გამოცემა „გლავრედი“ («ГлавРед») სტატიაში „პოსტ-ამერიკული ავღანეთი: როგორ მოახერხეს თალიბებმა ქაბულის მშვიდობიანად დაკავება“ (ავტორი - ილია კუსა, პოლიტოლოგი).
ფრანგული გაზეთის „ლე ფიგაროს“ (Le Figaro) მიერ 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიაში (სათაურით „ავღანეთი ხვალის შემდეგ“) ქვეყნის არასასიამოვნო პერსპექტივაა გადმოცემული „თალიბანის“ ხელისუფლების პირობებში (ავტორი - ჟან-ლუი ტრამბლე).
