ნოემბერი 03 2020

დღეს იმერეთში კორონავირუსის 324 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 6 ადამიანი.


ნოემბერი 03 2020

"პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მუშაობას სახლიდან აგრძელებს,"- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.


ნოემბერი 03 2020

პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.


ნოემბერი 03 2020

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.


ნოემბერი 03 2020

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში იმყოფება.


ნოემბერი 03 2020

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს.


ნოემბერი 03 2020

საქართველოში კორონავირუსს კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ნოემბერი 03 2020

დღეს, 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებია. მოსახლეობა ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტს ირჩევს.


ნოემბერი 02 2020

პარტია "ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები" ახალი მოწვევის პარლამენტში შესვლასა და მანდატებზე უარს აცხადებს.


ნოემბერი 02 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.


გვერდი 1013 სულ 1347
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.