ოქტომბერი 31 2020
კორონავირუსმა წელს არაერთი არჩევნები ჩაშალა. 50-ზე მეტმა ქვეყანამ კენჭისყრა გადადო, ნაწილმა კი არჩევნები ჩაატარა, თუმცა მკაცრი წესების ფონზე. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც არჩევნების ჩატარებაზე უარი არ თქვეს, სხვადასხვაგვარია.

ოქტომბერი 31 2020

პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობდა.


ოქტომბერი 31 2020

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" მარნეულის საუბნო კომისიის დარღვევაზე საუბრობს და ვიდეოკადრს ავრცელებს.


ოქტომბერი 31 2020

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ამ დროისთვის რეგიონების საარჩევნო ოლქების ნაწილში დათვლილი მონაცემები წარადგინა.


ოქტომბერი 31 2020

ბატონებო, ქუთაისში არაფერი მოგიგიათ, ქუთაისში გავიმარჯვეთ ჩვენ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.


ოქტომბერი 31 2020

გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელიც მე გახლავართ, ღირსეული გუნდია, არ შემცდარა ქართველი ამომრჩეველი და ღირსეულ ხალხს დაუჭირა დღეს მხარი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.


ოქტომბერი 31 2020

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლებით, საპარლამენტო არჩევნებში ლიდერ პოზიციაზეა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 41 %-ით.


ოქტომბერი 31 2020

საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა. ახლა ხმის დათვლის პროცედურები იწყება.


ოქტომბერი 31 2020

ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, 17:00 საათის მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ შესულია 165 საჩივარი და მათი უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს წარმოადგენს.


ოქტომბერი 31 2020

მარნეულში, პოლიციის შენობის უკან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი ადგილზე შესაბამისი აღჭურვილობით იმყოფებიან. თუ რას უკავშირდება სპეციალური რაზმის ადგილზე გამოჩენა, ეს ჯერ უცნობია.


გვერდი 1017 სულ 1347
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.