"კორონავირუსი ბევრად ვერაგი აღმოჩნდა, ვიდრე მეცნიერები გაზაფხულზე ფიქრობდნენ"
პანდემიასთან ბრძოლის დროს რომელიმე ერთი მიდგომა- მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება, ან მხოლოდ შეზღუდვები, ან სხვა მექანიზმები შედეგს არ მოგცემს. ყველაფერი უნდა იყოს ერთიანად, მაგრამ ბალანსირებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გარკვეულწილად, შეიცვალა სლოგანი, რომ ადამიანებმა კორონავირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, მაგრამ შეზღუდვები გაფართოვდება.
„ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩვენც, გაზაფხულზე გვქონდა უფრო მკაცრი შეზღუდვები, რასაც ლოკდაუნს ვეძახით, როდესა ადამიანი გარეთ არ გამოდიოდა და ეს მექანიზმი ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა. ზოგიერთმა ქვეყანამ ეს ახლაც გამოიყენა. შემდეგ ჩვენ გარკვეულწილად შევცვალეთ და მთელმა მსოფლიომ შეცვალა სლოგანი. ჩვენ რომ გვეგონა, ინფექცია, როგორც სხვა რესპირატორული ინფექციები გაქრებოდა ზაფხულში, თბილ პერიოდში და ასე შემდეგ, სინამდვილეში, ასე არ აღმოჩნდა, „კოვიდ-19“ ბევრად ვერაგი აღმოჩნდა, ვიდრე ფიქრობდნენ მეცნიერები და ყველა გაზაფხულზე. ამიტომაც შეიცვალა გარკვეულად, რომ ის არ გაქრებოდა არც სამი თვე, არც ხუთ, ექვს და არც წელიწადში. ეს ყველამ დავინახეთ, ამიტომაც შეიცვალა სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ და ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად, რათა მან ადამიანის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, ეკონომიკას ნაკლები ზიანი მიაყენოს. ამიტომ, სრული ლოკდაუნები ჩვენთან აღარ არის, მაგრამ აუცილებლად იქნება გაფართოებული შეზღუდვები “, – განცახადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი