November 6, 2025

ოქტომბერი 12 2019

“რაც შეეხება ივანიშვილის შიშებსა და საქციელს, როგორც მოსალოდნელი იყო ის ბოლომდე ჩაიხრჩო კორუფციასა და სამშობლოს ღალატის მორევში. აქედან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება.


ოქტომბერი 12 2019

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.


ოქტომბერი 11 2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები დღეს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.


ოქტომბერი 11 2019

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეუნებს:

 

"მარტო ჩემი კარგად ყოფნა, კიდევ ორი ადამიანის კარგი მდგომარეობა არ განსაზღვრავს ერის სიტუაციის დადებითად შეფასებას. იტყვი, მტერი ხარ, არ იტყვი და გული ვერ უძლებს ამდენი გაუბედურებული ადამიანის სახის ყურებას.
არც ერთი პოლიტიკური სპეტქრი არ მაინტერესებს, არც ერთი მიმდინარეობა-მოსახლეობას ყველა საარჩევნო ყუთების ამოსავსებად იყენებს და სინამდვილე მარილის სვეტად იქცა...

 


ვინც კმაყოფილია ჩუმად არის, სხვასაც აიძულებს გაჩუმდეს... ვინც მშიერია, ყვირილის თავიც არ აქვს. ან რა შეიცვალა ამდენი ყვირილით და უკმაყოფილების გამოხატვით.

 


საქართველოს ამჟამინდელი სურათი ამაოების ბაზარს დაემსგავსა. რაც ადრე დავკარგეთ, დაბრუნებას ვინ ჩივის, დღეს უფრო მეტს ვკარგავთ.

 


მონობაში დაბადებული თაობა შეეგუა მონურ ყოფას. თითქოს თავისუფლება მიცემული ახალგაზრდობა უკვალოდ გარბის უცხოეთში. ვისაც ცვლილებები შეუძლია, ვერ გაცდა საკუთარ სტომაქს.

 


სამღვდელოება სულს ღაფავს. რამდენიმე თუ ბედს არ უჩივის, უმრავლესობის ფონი უმძიმესია. მღვდლის შვილიც საზოგადოების სრულყოფილი ნაწილია და სხვებისგან განსხვავებით თუ უცხოეთში ვერ ისწავლის, საკუთარ ქვეყანაში მაინც უნდა შეეძლოს პროფესიის დაუფლება. დიპლომის ქონა არ არის აუცილებელი. მთავარია სახელწმიფომ შეუწყოს ხელი და თავი გაიტანოს.

 


დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება, მარტო ბიოლოგიური გამრავლება რომ ჰგონიათ, ოდესმე ვინმეს თუ ახსენდება მრავალშვილიანი ოჯახები?!

 


რითი ხდება მათი წახალისება?! რატომ არ უნდა შევუქმნათ ქართველ ერს იმის პირობები, რომ საკუთარ მიწა-წყალზე იმაზე მეტმა ქართველმა იცხოვროს, ვიდრე რომელიმე სხვა ხალხმა. არც ამის გამოცდილება გვაკლია. არავის შექმნია ჩვენთან გაუცხოების პრობლემა. ჩვენები კი ყველგან, საკუთარი სამშობლოდან დაწყებული, ემიგრაციით დამთავრებული მონობაში არიან.

 


დედები იძულებით ტოვებენ შვილებს, რომ მშივრები არ დარჩნენ. ვერც ნოსტალგიას უძლებენ, ვერც ფიზიკურ შრომას და რასაც შოულობენ, ან მკურნალობაში იხარჯება, უარეს შემთხვევაში გული უსკდებათ და სახლში კუბოთი მოაცილებენ.

 


სად არის ვინმეზე ზრუნვა?!
ამოიჩემეს არაფრისმომცემი, იდიოტური დემაგოგია სიტყვა ,,პოლიტიკა".... ადამიანების შიმშილით ამოხოცვა პოლიტიკა არა, ყველა ჩვენგანის ტრაგედიაა...

 


ამ ყველაფერთან შეგუება კი, უფრო დიდი ტრაგედია!.." - წერს მამა პეტრე.

ტეგები:

ოქტომბერი 10 2019

ოქტომბრის ბოლოს საქართველოს მთავრობა მიიღებს ევროდირექტივას, რომელიც მონიტორიან მოწყობილობებთან მუშობის პროცესში უსაფრთხოების საკითხებს დაარეგულირებს.


ოქტომბერი 10 2019

"2018 წელს სუ­ი­ცი­დის 389 და სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბის 477 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, ხოლო 2019 წლის 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 219 ადა­მი­ან­მა სცა­და თვით­მკვლე­ლო­ბა, 207-მა კი სი­ცო­ცხლე სუ­ი­ცი­დით და­ას­რუ­ლა" - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.


ოქტომბერი 10 2019

საჩხერის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე  11 ოქტომბერს წმინდა გიორგის ბარელიეფის ჯრუჭის მონასტერში დაბრუნებაში მიიღებს მონაწილეობას.


ოქტომბერი 10 2019

იბერიის ნახევარკუნძულზე, ესპანეთში ზალამეა დე ლა სერენას მუნიციპალიტეტში, ბადახოზის პროვინციაში, აღმოაჩინეს ძვ.წ. 550 წლისთვის აშენებული იბერიული სატაძრო კომპლექსი.


ოქტომბერი 10 2019

„ვინ არის იგი დღეს - განთქმული რეჟისორი, დიდებით მოსილი, თუ თვითირონიით სავსე მოხეტიალე ყარიბი, რომელიც აზრის მუდმივ ძიებაშია?


ოქტომბერი 10 2019

ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


გვერდი 1245 სულ 1345
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.