სინოპტიკოსების პროგნოზით, პირველ ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
ამ რთულ დროს ჩვენ ქართველების გვერდით ვდგავართ, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა და ევროპის საკითხთა მინისტრები ავრცელებენ.
სცენაზეც [ასვლა] ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.
აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები. თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს, – ასე მიმართა პარლამენტთან მყოფ აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ ვერიფიკაციის აპარატებსა და ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებზე წვდომის უფლება მიეცეს.
დაისვა კითხვა პრესკონფერენციაზე, მოიპარეს თუ არა არჩევნები და ჩემი პირადი პასუხია - ის იყიდეს. ეს არის ჩემი პირადი პასუხი, რადგან ჩემი თვალით დავინახე ის, რაც დავინახე, განსაკუთრებით სოფლად , - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.
პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, არჩევნები გაყალბებულია და „ქართული ოცნების“ რეჟიმი არალეგიტიმურია.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით - ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება, ეს არჩევნები ამისთვის ძალიან კარგ საფუძველს ქმნის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
