ოქტომბერი 27 2024

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს.


ოქტომბერი 26 2024

ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.


ოქტომბერი 26 2024

"იმედის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა.


ოქტომბერი 26 2024

„მთავარი არხის“ დაკვეთით, Harris X-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 20:00 საათისთვის 5%-იან ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა.



ოქტომბერი 26 2024

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18:30 საათის მონაცემებით, 5%-იანი ბარიერი 4-მა პარტიამ გადალახა.


ოქტომბერი 26 2024

მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს,- ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა,ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.


ოქტომბერი 26 2024

ყიზილაჯლოში, 74-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ საარჩევნო უბანზე და პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ. მათივე განცხადებით, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი როგორც საარჩევნო უბანში, შიგნით, ისე უბნის ტერიტორიაზე, ეზოში.


ოქტომბერი 26 2024

ერმა ღირსეული ადგილი რომ დაიმკვიდროს მსოფლიოს მომავალ წყობაში, აუცილებელია, მთავარი ღირებულებების გადარჩენა, იმედი მაქვს, არჩევნები ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) განაცხადა.


ოქტომბერი 26 2024

13:00 საათის მდგომარეობით, შესულია 50 განცხადება და საჩივარი, მწყობრიდან სულ გამოვიდა ვერიფიკაციის სამი აპარატი და ხმის მთვლელი შვიდი აპარატი, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.


გვერდი 149 სულ 1375
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.