ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
განვითარება, მშვიდობიანი და ღირსეული სვლა ევროპისკენ უნდა გავაგრძელოთ, ქართული აგენტურული ოპოზიციის გამაოგნებელი და პარადოქსული ქცევა: მაშინ როდესაც პრიგოჟინის შემთხვევაში „გოუ გოუ ჟენიას“ აჟიტირებულები გაიძახოდნენ, უკრაინის ჯარის შეტევაზე და წინსვლაზე კურსკის მიმართულებით ხმას არ იღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ სავალალო ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ. ამის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითია ახლახანს მომხდარი "შავი არქეოლოგიის" ფაქტი ოჩამჩირის რაიონში, სადაც მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს, - ამის შესახებ განცხადებას „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს.
ვიცით, როგორ ჩამოვაშოროთ ამ ქვეყანას პრორუსული ივანიშვილის რეჟიმი და როგორ დავიცვათ თქვენი ხმები, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით როგორ უნდა წავიყვანოთ ქვეყანა წინ, როგორ უნდა იმართებოდეს ისე, რომ ერთმანეთი არ დავჭამოთ,- ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა ნიკა გვარამიამ გორში საარჩევნო შტაბის გახსნისას სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
უკაცრავად და, არც ერთი პრეზიდენტი ტელევიზორიდან არ გეტყვის, ტანკში ჩაჯექი და რუსეთს ომი გამოუცხადეო, მაგრამ საქართველოზე მთელი ზეწოლა იყო დახურულ კარს მიღმა თუ მოწყობილი მიტინგებით - დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და პლურალიზმი და არა ის, რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რა წერილს მისწერს სალომე ზურაბიშვილს გასამხნევებლად! - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)“ მხარდაჭერით 10 აგვისტოს ქუთაისში (მის: ბორის გაპონოვის #11 , სასტუმრო „გელათი რეზიდენსი”) დემოკრატიის ფესტივალს (DemFest) ჩაატარებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9-12 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი შესრულდა.
ამერიკასთან ასეთი მნიშვნელოვანი კავშირის გაწყვეტა წარმოადგენს ქვეყნის პირდაპირ ღალატს - მიუღებელი ისაა, როცა შენი ხელისუფლება, შეგნებულად და დაჟინებით ანგრევს და ანადგურებს ჩვენი წარმატების ყველა სფეროს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება აშშ-ის CDC-ის მიერ საქართველოში პროგრამების შეჩერებას.
რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა დისკუსია, ერთი მხრივ, თბილისსა და მეორე მხრივ, ცხინვალსა და სოხუმს შორის, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებაშია აღნიშნული.
