პირველი სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
ნუ აჩქარდებით. ამ დღეს საქმე მშვიდად უნდა აკეთოთ და გარშემო მყოფთა რჩევებს ნაკლებად უსმინოთ - რთულ ვითარებაში გარკვევას ინტუიციის დახმარებით მოახერხებთ.
პრინციპული და მიზანსწრაფული ხართ, მაგრამ ყოველთვის გრძნობთ, როდისაა საჭირო უკან დახევა, თქვენი გეგმების განხორციელების დროებით გადადება. ზოგჯერ თქვენი ქმედებების მოტივები გაუგებარია, მაგრამ ვერავინ ბედავს, თავისი შეხედულება თავზე მოგახვიოთ.
კურო
უსმინეთ საკუთარ თავს. თქვენი მახვილი ინტუიცია ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტე და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. მცირე დეტალებზე.
დღის მეორე ნახევარში საქმეში - სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩინოთ. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.
ტყუპი
დღის დასაწყისი იდეალური დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და მისი განხორციელება დაუყოვნებლივ დაიწყოთ. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ. შეეცადეთ, არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის.
კირჩხიბი
ეს დღე უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად ახერხებთ და არც თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ. შეიძლება გაჩნდეს ახალი გეგმები სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით. საკუთარ შესაძლებლობებს სწორად აფასებთ, სწრაფი გამარჯვების იმედი არ გაქვთ და ახლობლებისგან დახმარებას არ მოელით. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რაიმე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.
ლომი
ამ დღეს სამომავლოდ არაფერი გადადოთ. დღის პირველი ნახევარი დაწყებული საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, რომელიც გიკარნახებთ, წარმატების მისაღწევად რა უნდა გააკეთოთ.
შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევებიც, რომლებიც შეგიძლიათ თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო რთული იქნება. შესაძლოა გეგმების შეცვლა მოგიწიოთ, ამიტომ იმპროვიზაციისთვის უნდა მოეემზადოთ.
ქალწული
კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და დაუფიქრებლად ნათქვამმა სიტყვებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. არ არის გამორიცხული, რომ ძველი, გამოცდილი ნაცნობის რჩევა დაგჭირდეთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ.
იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. მან შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზისთვის.
სასწორი
ეს დღე ძლიერ განცდებს მოგიტანთ. ნერვიულობისთვის სერიოზული მიზეზი არ გაქვთ, უბრალოდ ყველა წვრილმანი გაღიზიანებთ და ისეთი რამის გამო განიცდით, რასაც სხვა დროს ვერც შენიშნავდით. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დაგამშვიდონ და მხარი დაგიჭირონ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ თავს მშვენივრად გაართმევთ.
მორიელი
განწყობა მარტის ამინდივით გეცვლებათ და ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ. ზოგ მორიელს ამ დღეს მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდება, მაგრამ ყოველთვის არ იცის, ამისთვის ვის მიმართოს. გახსოვდეთ, რომ ემოციები არ უნდა დააგროვოთ და რაც შეიძლება დროულად უნდა დაიცალოთ. ეცადეთ გარშემო მყოფი ადამიანების განწყობა გაითვალისწინოთ, რათა თქვენი ერთობლივი საქმიანობა ნაყოფიერი იყოს.
მშვილდოსანი
შესანიშნავი და ნაყოფიერი დღეა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს გთავაზობთ. ექსპერიმენტების ნუ გეშინიათ. თუ სიტუაცია მოითხოვს, შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც.
ამ დღეს ოჯახში სასიამოვნო მოვლენები გელით. საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.
თხის რქა
ამ დღეს წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ, თუმცა კონფლიქტის თავიდან აცილება მაინც შესაძლებელია. დღეს, სამსახურის გარდა, ოჯახური პრობლემების მოგვარებაც მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ და გაზრდილმა პასუხისმგებლობამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.
მერწყული
მოვენებით დატვირთული დღეა. სავარაუდოდ, უხერხული შეხვედრები და საუბრები გელით, გარშემომყოფები ძველ შეცდომებს გახსენებენ, რაც თქვენთვის არც ისე სასიამოვნო იქნება. ეცადეთ წვრილმანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - ის, რაც ახლა უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მოგვიანებით შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. უახლოეს ხანებში დაუგეგმავი ხარჯები გელით, ამიტომ ფული ეკონომიურად ხარჯეთ.
თევზები
ამ დღეს ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ეს დღე ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ და თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით იმუშაოთ - ასე ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"