„ნიკა მელია რომ პარტიის თავმჯდომარე ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. ხაბეიშვილს ავტორიტეტად, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ თვლის“, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას, რომელთაც მხარი რამდენიმე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.
არაფერი არ იქნება ვიდრე ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ოჯახის სიწმინდის დღეს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლება ორგამ თამაშს თამაშობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა მარკ ფეიგინთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად აცხადებს, რომ „ახლა, რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავების დრო არ არის“.
ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია პატიმრობის 1 წლის თავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ „არსად და არასდროს დაუმარცხებიათ ტირანია მორალური კომპრომისების გზაზე შედგომით“.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5638 ლარი გახდა.
ვაშაძეს ჰყავს რუსი მდგმური საკუთარ ბინაში; ხოშტარია რუსეთის ხაზინიდან იღებს რუსულ რუბლებს პერმანენტულად - ეს ადამიანები დღეს სპეკულირებენ, რომ პირდაპირი ფრენები აღდგა - სპეკულანტების გარდა, რა შეიძლება დაერქვას ხოშტარიას და ვაშაძეს და ზოგადად, ამ კასტას, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია?- ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს თვითმფრინავებთან და პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, ეს არის მორიგი ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე საფრთხის შექმნა კანდიდატის სტატუსისთვის, - ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.
